Friday, February 11, 2011
hx(a+b):2
ჩემი სიტყვები ეძებენ მნიშვნელობას.
არაფრიდან ჩამოცვენილი ვარსკვლავები მიყურებდნენ კუთხეში გაბმული ციდან. მე ფანჯრები არ დავხურე, მხოლოდ ფარდები დავუშვი ოდნავ. ახლა როცა სამყარო ჩემს ოთახში მაქვს, ვწევარ და მიკვირს რომ ჭერს ტრაპეციის ფორმა აქვს. ინჟინერმა მანახა აზომვითი ნახაზი და იქ მისი დაღლილი თვალების მეტი არაფერი შემინიშნავს. მე მიყვარს ინჟინერი, რადგან მას უყვარს თავისი საქმე და ლუდი. კიდევ ნარდის თამაში უყვარს, მაშინ. როცა სამსახურიდან იმედგაცრუებული მოდის.. და ქალი, მწვანე პერანგიანი. ბოლოს 5-ის 26 წუთზე ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ბოლოჯერ დამაჟრიალა. იმის მერე საათი ჩემს სახელს ამბობს (უსმინე!).
ვარსკვლავი მოწყდა (!!), გაქცევას ლამობს ღრუბლებიდან. რვაფეხა მთვარემ ბგერები იგრძნო, მელოდიას საცეცები ააყოლა, ახლა გამოუდგება უკიდეგანობის ველზე საცოდავს. მე ვიღებ მაკრატელს და კალეიდოსკოპს, ვუახლოვდები მთვარეს, ხელს ვავლებ მკაცრად, ჩემკენ ვექაჩები.. სულ მეგონა ჩემზე ძლიერი იყო.. მიმაქვს.. მაგიდაზე ვდებ.. თვალებში მიყურებს და მეც ვუყურებ, თუმცა ვერ ვარჩევ სად უმთავრდება თვალები.
–გწყურია? –მეკითხება;
–მე სულ მწყურია.
–რა გასაკვირია..
ვჭრი.. ორკუთხედებს.. ოთხკუთხედებს და ექვსკუთხედებს ვჭრი და ვუყურებ რა ლამაზია, (ღმერთო ჩემო !) რა მშვენიერია დაჭრილი მთვარე ჩემს კალეიდოსკოპში!
არაფრისფრად თოვს ამაღამ. ვარსკვლავცვენაა ჩემს ოთახში. მე ისევ ვწევარ და ვხვდები რატომ აქვს ჭერს ტრაპეციის ფორმა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ტექსტი იძლევა საშუალებას .. დავინახოთ ახალი წესრიგის ფორმები რასაც სინგულარობის ფორმა გააჩნია . და პირდაპირ მიუთითებს არსებული ფორმების გადაფასებაზე როგორც ახალ წესრიგზე
ReplyDeleteახალის შენება თავისთავად გულისხმობს ძველის დანგრევას !
და ამ პროცესებში მთავარი დომინანტი არი ენერგია რომელმაც უნდა წარმართოს და წაიყვანოს საზოგადოებასთან და მისთვის სასურველ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა იყოს აქტიური და საკუთარი აქტივობა გამოიყენოს საკუთარი აზრებისა თუ შეხედულებების ყოველი სასიცოცხლო პროცესების წასამართად.
ფორმები- შესაძლებელია დანახულ იქნას მთელი მათი მრავალფეროვნებით- სამკუთხედების, ოთხკუთხედების სახით რომლის დანახვის საშუალებას ჩვენი სწორი პოზიცია იძლევა .
არ შემიდძლია ზემოთმნხსენები ბოლო აბზაცია არ გავიმეორო : "არაფრისფრად თოვს ამაღამ. ვარსკვლავცვენაა ჩემს ოთახში. მე ისევ ვწევარ და ვხვდები რატომ აქვს ჭერს ტრაპეციის ფორმა." სწორედ ეგ პროცესი არი ყველაზე გულწრფელი და ახალი რამაც შეიძლება ის წყურვილი დაგვიკმაყოფილოს და "არაფრისფერი" გავხადოთ ფერადი.
ანუ ის ფერი რასაც მე ინდივიდი აღვიქვამ
ის ფორმა რაც ჩვენ გვაერთიანებს
და გულწრფელობა რაც ამ ყველაფრის წყურვილს აძლიერებს !
George rocker