Friday, March 11, 2011

Fool


  ჯიჯკ, კოლ, ოჰჯზFე, წეზგდ გეჰს... ვბეჭდავ მუსიკას :)


ზოგჯერ ყველაფერი რა უნცაურად ხდება, ვოცდები პირდაპირ. უმიზეზო არაფერია, მაგრამ როგორ ვიპოვო მიზეზთა გამომწვევი – პირველი მიზეზი ?? ფიქრები შეიკრნენ ჩემ წინააღმდეგ და ისე გაძლიერდნენ, ცოტაც და ვიტირებ. (არა, რა ცრემლები?! მასე 7 წლის მერე აღარ მიტირია) იმის თქმა მინდა, რომ დროზე შემსხდარი მოვლენები უხეშად ჩამიფრენენ ხოლმე გვერდით და იჩქარიან იქითკენ, სადაც ისტორიად ინათლებიან. მე კი, ცხვირწინ ბურუსაფარებულს, სულ უფრო  მიჭირს მათი საწყისის დანახვა.
 ჯერ ისევ დაბნეული მკითხველი დამეთანხმება, რაოდენ მტკივნეულია სინდისის ქენჯნის გრძნობა. მე მას განვუმარტავ, რომ სწორედ ის უჟმური და მოუხერხებელი მოვლენები გაგვკრავენ ხოლმე გვერდს, რის შედეგადაც გაჭრილი ხორციდან სინდისნარევი სისხლი გვდის. ხოლო იმას, თუ ვინ იყო დამნაშავე აღარ ვფიქრობ, მივეჩვიე, რომ ჩემი ბრალია..


ჩემს სულს მოვბეზრდი და მიმატოვა, ოღონდ არაოფიციალურად, შეუმჩნევლად. თითქოს ვერ ვხვდებოდე. თანაც ახლა სხვისი სულია, მე კი – ხეზე ვზივარ და ჩემს ყავისფერ თვალებს ვანუგეშებ, რომ ჩემი ბრალია.
მაგრამ..
მე შენ გიცნობ ! შენ – რომელმაც მომპარე სული და ისე მიიჩვიე, სულ დავავიწყდი. იცი როგორ მიყვარს ? გითხრა როგორ მენატრება ?? –ისე რომ, მის გარეშე, სიცარიელით ვსუქდები. დღემუდამ გითვალთვალებთ კედელზე გაკრულებს, სახალხოდ გამოტანილებს, ურცხვებს და ამაზრზენებს. ისე მენატრება, მზად ვარ ჩაგეხუტო.. მაგრად, მაგრად.. და წაგართვა რაც მომპარე :|

შენ კი, ჩემო.. სულო.. გიჩოქებ ისე, როგორც ოდესღაც ერთად ვიჩოქებდით მზის ამოსვლისას და გევედრები, მიიღე ბოდიში. გიძღვნი სხეულს და მუსიკას



მე შენ მჭირდები,
მე შენ მიყვარხარ(–ზე მეტი),
მე შენ  არ გიმსახურებ,
მე შენ გარეშე უკვდავი ვარ და მიჭირს სიცოცხლე.

აი ასე, უსულო და უპრინციპო მე, ვიღვიძებ ხოლმე დროებითი სიკვდილიდან და ვფიქრობ: სიკვდილი ისეთი ტკბილია, ბოლო ლუკმად ვინახავ, ვინახავ, ვინახავ.. და ამდენ ხანს რომ ვერ ვახერხებ გარდაცვალებას – ესეც ჩემი ბრალია.

No comments:

Post a Comment